მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები 1,2 მილიონი დოლარით შემცირდა

მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 216.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით (1.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად