მარტში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 65 პროცენტი შეადგინა და წლიურად 4.3 პროცენტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო თვეში ასევე გაიზარდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2019 წლის მარტში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა რუსეთიდან (32.2 პროცენტით) და აზერბაიჯანიდან (11.3 პროცენტით) გამოირჩეოდა. მეორე მხრივ, შემცირებულია თურქეთიდან (7.2 პროცენტით) ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო სომხეთიდან ვიზიტორების რაოდენობა თითქმის იმავე დონეზე დარჩა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივაც, განსაკუთრებით მოიმატა პოლონეთიდან და გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობამ. გარდა ამისა, საანგარიშო თვეში ისრაელიდან (73.0 პროცენტით) და ყაზახეთიდან (50.1 პროცენტით) ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ირანიდან შემომსვლელთა რაოდენობის არსებითი კლება (64.7 პროცენტით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...