A1 ბანერი

მარტში კომერციულმა ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მილიონით შეამცირეს

2016 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.62 მლრდ ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მარტის ანაგრიშში მითითებულია, რომ საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ. 

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 9.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 6.2 პროცენტი იყო. 

მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 79.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 70.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 46.0 პროცენტს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...