ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე დედებს ეწვია და 3 მარტი მიულოცა. 

„ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს. თითოეული თქვენგანი უანგარო სიყვარულისა და სათნოების მაგალითია. სიხარული, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ყოველ დღეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.“- აღნიშნა დავით შარაშიძემ.