მარტის თვეში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ 3,4% შეადგინა

სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან ანგარიშში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა  და 2015 წლის მარტის საანგარიშო პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 1410 ბრალდებულიდან 438-ს აღკვეთის ღონისძიების საახედ პატიმრობა შეუფარდა. 464 საქმიდან კი 13 საქმეზე  გამამართლებელი განაჩენი დადგა. ხოლო 914 პირის მიმართ გამოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმების განაჩენი. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით: „2015 წლის მარტში 1410 მსჯავრდებულიდან 438 პირს, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ანუ 31,1%-ს;  პირობითი მსჯავრი შეეფარდა 627 პირს, ანუ 44,5%-ს; ჯარიმა შეეფარდა 274 პირს, ანუ 19,4%-ს;  სასამართლოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 69 პირის, ანუ 4,9% დააკისრა.

2015 წლის მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვით დამთავრებული 464 საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 444 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი დადგა13 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე.

2015 წლის მარტში სულ არსებითი განხილვით მსჯავრდებული, გამართლებული და შეწყვეტილი 473 პირიდან გამართლებულ პირთა ხვედრითი წილი შეადგენს 3,4%-ს, ნაწილობრივ გამართლებული პირების ხვედრითი წილი – 1,7%-ს, ხოლო იმ პირების ხვედრითი წილი, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა შეადგენს 1,9%-ს.

2015 წლის მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოებში სულ საპროცესო შეთანხმებით შემოსული იყო 378 სისხლის სამართლის საქმე 407 პირის მიმართ. საპროცესო შეთანხმებით განაჩენი გამოტანილ იქნა 795 საქმეზე 914 პირის მიმართ. საპროცესო შეთანხმებით გამოტანილ განაჩენებში საბრალდებო დასკვნით შემოსული საქმეების ხვედრითი წილი შეადგენს 53,0%“- ნათქვამია ანგარიშში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...