მარსზე უცნაური ღრუბელი დააფიქსირეს

მარსზე, ჩამქვრალ ვულკან არსიაზე უჩვეულო მოვლენა დაფიქსირდა. მის წინ უცნაური ღრუბელი გამოჩნდა. ამის შესახებ Science იუწყება.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ღრუბელი არეთვე შენიშნეს 2018 წელს. თუმცა, წელს ეს ჩვეულებრივზე უფრო დიდია.

ასეთი ღრუბლები ჩნდება ყოველ მარსის წელს, რომელიც 687 დღისგან შედგება. ითვლება, რომ ისინი წარმოიქმნება იმის გამო, რომ წითელი პლანეტის ზედაპირის მახლობლად მკვრივი ჰაერი მაღლა ადის და მტვრის ნაწილაკებიც თან მიჰყავს. ზემოთ კი, ტემპერატურა ეცემა და ტენიანობა გროვდება მტვრის ნაწილაკებზე. სხვათა შორის, მსგავსი პროცესები დედამიწაზეც მიმდინარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASA, Inguenity-ის პირველ გაშვებას მარსზე, წითელ პლანეტაზე გასვლიდან 15-19 დღის განმავლობაში აპირებს. მარსზე მავალმა Perseverance Rover-მა, ზედაპირს უკვე 2021 წლის 18 თებერვალს უნდა მიაღწიოს და იეზეროს კრატერში სიცოცხლის კვალის ძიებას შეუდგეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად