მარშანია ჟიჟილაშვილს: თქვენს ტელევიზიას უხარია უსაფუძვლო ეჭვები, თითქოს “ოცნების” სატელიტები ვართ

ასე მიმართა “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანს ნინო ჟიჟილაშვილს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ადა მარშანიამ.

“მე მგონი განსაკუთრებულად უხარია თქვენს ტელევიზიას, რომ ის ეჭვები რომელიც არის, აბსოლუტურად უსაფუძვლო, გააღრმავოთ და გაამაგროთ ვითომდა ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” სატელიტები. არ არის ეს ასე. თავიდან ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვიყავით. რაღაც ცალკეულ საკითხებში ჩვენ თუ ვეთანხმებით “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ეს რატომ ნიშნავს მაინცდამაინც სატელიტობას?! ნამდვილად არ ნიშნავს ამას”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად