მარშანია: ველოდებით, რომ “ოცნებიდან” რამდენიმე ადამიანი “საქართველოს პატრიოტებში” გადმოვიდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ელოდება, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადავა.

„ჩვენ გვყავს პოტენციური მხარდამჭერები, რომლებიც თანახმანი იქნებიან ჭიჭნაძის მერე ჩვენს რიგებში გადმოვიდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისი თქმით, გამოირიცხა, რომ ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, თუმცა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ადა მარშანია ვინაობას არ ასახელებს, „ქართული ოცნების“ რომელი წევრი გადავა „საქართველოს პატრიოტებში“, თუმცა ამბობს, რომ ისინი მამაკაცები არინ.

„ფრაქციის ბერკეტები არ გვექნება, თუმცა ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა და გუნდი, დეპუტაცია პატრიოტთა ალიანსის, გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას“, – განაცხადა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად