მარშანია: საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ

“გასაოცარია ბატონი ბრაიზა, თან ყოფილი ელჩია. ჩამოდის საქართველოში და ლანძღავს თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს”,-ამის შესახებ, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარუულ სხდომაზე განაცხადა.

“საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომლებიც გახმოვანდა. პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ამერიკის საელჩოსთან და რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული, ბატონო გია ვოლსკი.

პირველი ჩვენი მკაფიო გზავნილი, დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა და მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება.

სად არის აქ ანტიამერიკანიზმი? მეორე, საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა. ექსპერიმენტების პოლიგონი, არ არის ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ. გასაოცარია ბატონი ბრაიზა, თან ყოფილი ელჩია. ჩამოდის საქართველოში და ლანძღავს თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს.”,-განაცხადა მარშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად