მარშანია ოკუპაციის თემაზე: ისეთი სტატისტიკა მივიღეთ, რაზეც სამწუხაროდ, საუბარი საჯაროდ არ შეიძლება

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს, რადგან არ შეიძლება, ამ თემაზე ტელეკამერების წინ მატრაკვეცობა იყოს. ამის შესახებ ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფი მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენისას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომის დახურვას დაუჭირა მხარი.

„ყველაზე საჭირო და აქტუალური ეს კომისიაა, რომელიც პარლამენტში დღე და ღამე უნდა მუშაობდეს და აქამდე არ მუშაობდა. დღეს, ინფორმაციული და საჭირო შეხვედრა გაიმართა, ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა, რადგან თემები ვიცი, მაგრამ ისეთი სტატისტიკა მივიღეთ, რაზეც სამწუხაროდ, საუბარი საჯაროდ არ შეიძლება. სხდომა სწორად დაიხურა, რადგან შეფასებები ჟღერდება და სასურველი არ არის, ღია ეთერში ამ თემებზე ისაუბრო. საქმისთვის სასარგებლო პოზიციას თამამად ვერ შეაფასებ და გულწრფელად ვერ გამოთქვამ, რადგან მთელი მსოფლიო გისმენს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად