მარშანია ლომჯარიას: თქვენ ომბუდსმენი არ უნდა ყოფილიყავით, გაუგებარი მსოფლმხედველობა გაქვთ

თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი ქვეყანაში, მართალია, ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით,-ამ სიტყვებით მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც დეპუტატების წინაშე საქმიანობის ანგარიშით წარდგა.

“იცით რა, ჩვენ ჩვენ თქვენი დამტკიცების დროს, არ მოგვრიდებია და მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ახლაც ვიმეორებ: თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი ქვეყანაში. მონაწილეობას ვიღებდი იმ კანონპროექტში, როდესაც ომბუდსმენის კანონზე ვმუშაობდით.

მართალია, თქვენ ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით. ჩვენ ბევრ ფუნდამენტალურ საკითხებს სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ და ჩვენთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი. თქვენ უნდა ყოფილიყავით უფრო ცნობილი, ავტორიტეტიანი, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. შეიძლება, მომავალში ასეც იქნება, იმიტომ რომ, თქვენ ისეთი შრომისუნარიანობა გამოამჟღავნეთ…

არ გეწყინოთ ახლა ეს თქვენ. ჩვენს უბედურ ქვეყანაშ, რომელიც ასე მძიმე დღეშია, სახალხო დამცველი რასაც ჰქვია, “სახალხო” უნდა იყოს და მას უნდა ჰქონდეს უდიდესი ავტორიტეტი და ძალიან მაღალი ნდობა. რატომ არ გაქვთ ახლა ეს თქვენ – თუნდაც აგერ, თქვენივე პასუხებიდან გამომდინარე. ჩვენს კოლეგა ბ-ნ ემზარს როგორ უპასუხეთ ეროვნებაზე, ძალადობაზე. ეს თქვენი პასუხები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ მსოფლმხედველობა გვაქვს სხვადასხვანაირი.

ნუ აფეტიშებთ ევროპულ ინსტიტუტებს! გეუბნებით ამას მე – პარლამენტის წევრი! მე ძალიან კარგად მესმის რას გეუბნებით. ნუ აფეტიშებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დებულებებს და შეხედულებებს და პირველ პლანზე დააყენეთ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ეროვნული იდენტიფიკაცია, ჩვენი ქვეყნის და ერის სახე. ეს არის ჩვენი თხოვნა, რჩევა და ჩვენი მკაფიო პოზიცია”,-მიმართა ადა მარშანიამ ნინო ლომჯარიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად