მარშანია: 2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც “ნაცმოძრაობის”, ისე “ოცნების” შანსები

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ადა მარშანიას განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს იზამს, რომ 2020 წლამდე მინიმუმამდე დაიყვანოს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ შანსები.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მე ოპოზიციას ვერასოდეს დავუძახებ. ძალიან დიდი ეჭვი გვეპარება იმაში, რომ ამდენმა ადამიანმა მათ ხმა მისცა. თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება, რომელიც ახლა სუფევს, მათ რაღაც შანსები აქვთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა, საზოგადოებასთან ერთად, 2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი შანსები, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ შანსები“, – აღნიშნა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად