18 მაისიდან მარნეული სრულად გაიხსნება

18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

” მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო. ეს ეხება როგორც მარნეულის, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დღეს პრემიერმა დაანონსა: 11 მაისიდან იხსნება მიმოსვლა თბილისში 14 მაისიდან სრულად იხსნება მიმოსვლა რუსთავი და გარდაბანი 18 მაისს იხსნება მარნეული.

რაც შეეხება ბიზნესების გახსნას:

11 მაისიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად