მარნეულში პოლიციამ ქორწინების მიზნით ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ. 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად