მარნეულში “ევროპული საქართველოს” აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს

მარნეულში, სოფელ სადახლოში ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს რამილ აბდულაევს ტირის თოფიდან ესროლეს. ამ წუთებში რამილ აბდულაევი პოლიციის განყოფილებაშია და  გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. 

ევროპული საქართველოს გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა, რომელიც მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს.

“სავარაუდოდ ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან. რამდენჯერ გაისროლეს არ ვიცი, მაგრამ ერთხელ მოხვდა. იქამდე იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საარჩევნო ბანერი არ უნდა გაგვეკრა, მაგრამ არ გვინდოდა ინციდენტი და ყურადღება არ მივაქციეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა”, – აცხადებს იმამკულიევი “ტვ პირველის” ეთერში.

“აიპრესს” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 120 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად