მარნეულში დედამ 30 წლამდე ქალს დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით შემთხვევა გუშინ მოხდა.
“პაციენტი შემოყვანილი იქნა გუშინ 3 ჭრილობით, აქედან ორი არის შემავალი. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, რესპირატორულ მხარდაჭერას არ საჭიროებს. ამ წუთას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მარნეულის საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ოთარ ქებაძემ “რუსთავი 2”-თან.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული ქალბატონი უკვე დაკავებულია. გამოძიება კი ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.