მარნეულში 60 გრამამდე “ჰეროინი” ამოიღეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული, 60 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...