მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი.

ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ.
სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.

ამის შესაებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად