მარნეულს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტს პროექტის "სამოქალაქო ბიუჯეტი–ის პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბოლნისის, თეთრიწყაროს, ოზურგეთის, წალენჯიხის, საჩხერის, ხარაგაულის, ლაგოდეხის, გორის და ონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გამგეობაში გაიმართულ შეხვედრაზე, მოწვეული სტუმრებისთვის, მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რატომ არის მისი განხორცილება საჭირო და მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გაზიარდება პრაქტიკა პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგივის შესახებ საქართველოში.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. 

მერიის ინფორმაციით, საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელმაც 2015 წელს განახორციელა და დანერგა 2016 წლის პირველი "სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს საპილოტე პროგრამა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც.

2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო პროექტის გავრცელება საქართველოს სხვადასხვა მხარეებში. მარნეული იქცა სასწავლო ბაზად, რომლის მაგალითზეც სამოქალაქო ბიუჯეტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

პროექტის საკონსტიტუციო დონეზე დაყვანის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნა "სამოქალაქო ბიუჯეტის განმხილველი საბჭო“ და შემუშავდა წესები.

• ეს არის გზა მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის
• ეს არის თანამშრომლობა თუ როგორ უდა განაწილდეს ხარჯები

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყოფს 1 500 000 ლარს, რომელიც შემოსული პროექტების რეალიზებას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...