მარნეულის მერიასთან მოსახლეობის შეკრება დასრულებულია

კარანტინის გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე მარნეულის მერიის შენობის წინ შექმნილი ხალმხრავლობა, ამჟამად უკვე დაშლილია.

მერიის შენობის წინ ხალხის შეკრების მიზეზი გახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაცემის პროცესი, რამაც ერთერთ სოფელში მოსახელობის იმ ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც დახმარება ვერ მიიღეს.

ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი ზაურ დარგალი, რომელიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა და სთხოვდა შეკრებილებს სახლში დაბრუნებას.

მისი განმარტებით, მოხდა ისე, რომ მოსახლეობაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სოციალური დახმარება ყველას ერთნაირად უნდა მიეღო.

„იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით,“ – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად