თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლალი ტურძელაძის განმარტებით, 14 დღის ჩვილის მდგომარება საშუალო სიმძიმის არის.
” 14 დღის ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, როდესაც შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე ამ წუთში ითვლება რომ არის საშუალო სიმძიმის, დინამიკა დადებითია და ძალიან გვიხარია. როგორც ბაბუა რეკავს, დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს, ის მარნეულშია. ახალშობილს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. უარყოფითია”-ამბობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი მარნეულიდან გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა, პაციენტი მძიმე იყო.