მარნეულში, ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ინციდენტი ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ჩაიხანაში მოხდა. მარნეულში 2 ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რას მოჰყვა დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა ცეცხლსაროლი იარაღით დაჭრეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც „აიპრესს“ უწებაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებს მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად