მარლონ ბრანდოს Rolex-ის მაჯის საათი 1,95 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

მაჯის საათი Rolex GMT-Master Ref 1675, რომელიც მსახიობ მარლონ ბრანდოს ეკუთვნოდა, ნიუ-იორკის აუქციონზე 1,95 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

აღნიშნული საათი 1972 წელს დამზადდა. საათის შეძენის შემდეგ, მსახიობმა მის უკანა მხარეზე თავად გააკეთა გრავიურა – M.Brando.

1979 წელს, ფილმ „აპოკალიფსი ახლას“ გადაღებების დროს, რომელშიც მარლონ ბრანდო მთავარ როლს ასრულებდა, რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა მოითხოვდა, რომ მსახიობს მოეხსნა ეს საათი, მაგრამ მარლონ ბრანდო ამაზე ჯიუტად უარს აცხადებდა.

1995 წელს, მარლონ ბრანდომ ეს საათი თავის შვილს, უნივერსიტეტის დამთავრების საპატივსაცემოდ, პეტრას აჩუქა. 2003 წელს კი ამ უკანასკნელმა იგი თავის მეუღლეს რასელ ფიშერს აჩუქა, რის შემდეგაც საათი აქამდე არ ჩანდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად