მარკ ცუკერბერგმა, ტრამპის პოსტის მონიშვნასთან დაკავშირებით Twitter-ი გააკრიტიკა

ფეისბუქის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა გააკრიტიკა Twitter- ი იმის გამო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოსტს დაუდასტურებელი ინფორმაციის აღმნიშვნელი ნიშანი დაადო. ამის შესახებ იტყობინება Fox News.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ფეისბუქი არ შეიძლება იყოს არბიტრი იმასთან დაკავშირებით, რასაც ხალხი ინტერნეტით ამბობს, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც ამგვარი დისკუსიებისთვის პლატფორმას აკეთებენ, არ უნდა აკეთებდნენ ამად,” – თქვა ცუკერბერგმა.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კვირას Twitter- ზე დაწერა, რომ დემოკრატები, საფოსტო კენჭისყრის ორგანიზებით, ცდილობენ შექმნან პირობები არჩევნების გაყალბებისთვის. ამერიკის ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური ოპონენტები კორონავირუსის გამოყენებას “თაღლითობის საბაბად იყენებენ”.

ტრამპის ეს პოსტი კი Twitter-ზე აღინიშნა სპეციალური ნიშანით, რომელიც აფრთხილებს მკითხველს, რომ ჩანაწერში განთავსებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არასანდო და მოითხოვს დამატებით გადამოწმებას.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალური ქსელი Twitter აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც მის ზოგიერთ პოსტზე არასწორი ინფორმაციის აღმნიშვნელი ნიშანი გაჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად