მარკ ცუკერბერგი და ბილ გეიტსი კორონა ვირუსის კვლევისთვის გაერთიანდნენ

მარკ ცუკერბერგისა და ბილ გეიტსის საქველმოქმედო ორგანიზაციები – ინიციატივა ჩან-ცუკერბერგი (Chan Zuckerberg Initiative) და გეიტსის ფონდი – ახალი კორონავირუსის კვლევებისთვის გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.

„ჩვენს ორგანიზაციასა და გეიტსის ფონდს შორის პარტნიორობის წყალობით, კემბრიჯის მკვლევარებმა ვირუს COVID-19-ის მთელი გენომის სეკვენირება რამდენიმე დღეში შეძლეს“, – წერს ცუკერბერგი.

მისი თქმით, მონაცემების მიღება ახალი კორონავირუსის სამომავლოდ შესწავლისთვის მეცნიერებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.

Facebook-ის გენერალური დირექტორი აგრეთვე იუწყება, რომ სოციალური ქსელი იღებს სხვადასხვა ზომებს ახალი კორონავისურის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. პლატფორმამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის უზრუნველყო უფასო სარეკლამო სივრცე, აგრეთვე თვალყურს ადევნებს დეზინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ახალ კორონავირუსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად