მარკ კლეიტონი: მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას

 ეს განცხადება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გააკეთა. ელჩი მოუწოდებს პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, გამბედაობა გამოიჩინონ და შეუერთდნენ დოკუმენტს, რადგან ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის, ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, რასაც ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...