მარინა სალუქვაძე: ტურისტულ და გასტრონომიულ სფეროში დასაქმებული 300 000-მდე ადამიანი ლუკმა პურის გარეშე რჩება

ტურისტულ და გასტრონომიულ სფეროში დასაქმებული 300 000-მდე ადამიანი ლუკმა პურის გარეშე რჩება, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” რესტორან “ზაზანოვას” დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ განაცხადა.

“ტურისტულ და გასტრონომიულ სფეროში დასაქმებულია 300 000 ადამიანი დღეს უკიდურესად გაჭირვებულ დღეშია. ჩვენ უკვე მეორეჯერ ვართ დახურულები. ერთი რესტორანი უკვე დავკეტეთ. მეორე პატარა რესტორანი გატანის სერვისი ამარაა. ასეთ დღეშია ბევრი რესტორანი. გვაქვს საერთო ჩათი, სადაც 300-ზე მეტი რესტორატორი ერთმანეთს აზრს უზიარებს და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. უიდურესად მძიმე მდგომარეობაა და მხედველობაში არა მარტო ბიზნესმენები მყავს, არამედ ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. იმიტომ, რომ ისინი ფაქტობრივად ისინი რჩებიან ლუკმა-პურის გარეშე”, – განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად