მარინა სალუქვაძე: აბსოლუტურად ტყუილი შეხვედრები იყო, მთავრობამ 3 ვერსია შემოგვთავაზა და სამივე გააკეთა 

აბსოლუტურად ტყუილი შეხვედრები იყო, მთავრობამ 3 ვერსია შემოგვთავაზა და სამივე გააკეთა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” რესტორან “ზაზანოვას” დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ განაცხადა.

“საკოოორდინაციო საბჭოზე, სადაც ბიზნესმენებთან იყო შეხვედრა, სამი ვერსია იყო შეთავაზებული: ან სრული “ლოქდაუნი” და მთლიანად “დელივერის” სერვისზე გადასვლა, ანუ გატანის სერვისზე გადასვლა, საათების შემცირება, ან შაბათ-კვირას სარესტორნო მომსახურების გაუქმება. აღმოჩნდა, რომ სამივე გააკეთეს. ეს იყო აბსოლუტურად ტყუილი შეხვედრები. რატომ და რისთვის არ ვიცი. მე მესმის ბატონებო, რომ ქვეყანა განსაცდელშია და არის ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარეება და ჯანდაცვის სისტემა გასაჭირში. რატომ და რის გამო, ამის განხილვა ჩემი საქმე არ არის. ფაქტია, რომ ცუდად არის საქმე.

მე ვდარდობ ჩემ თანამშრომლებს და ჩემი კოლეგების თანამშრომლებს, ვინც ერთ ოჯახად ვიყავით. ისინი იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები. მე მაქვს პასუხისმგებლობა მათზე და როგორ უნდა ვუპატრონო მათ, როდესაც მე უკვე ძალიან ცუდ დღეში ვარ?! ძალიან რთული მდგომარეობაა და გამოსავალს ვერ ვხედავ”, – განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად