მარინა კალიურანდი: საქართველოში არჩევნები იყო დემოკრატიული და სამართლიანი, იყო ხარვეზებიც, ისევე როგორც აშშ-ში

“ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება. ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ” – აცხადებს ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი. ის ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და მუშაობა დაიწყოს.

“მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ. მისიაზე პერსონალურ დონეზე განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლიანია. თემაზე თუ როგორ ჩაიარა არჩევნებმა, უნდა მოვუსმინოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის დაბალანსებული და ობიექტური ორგანიზაცია. ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება.

ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც.

საქართველოშიც არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ეს არის რეალობა. ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: მათ არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინონ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ მათ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინონ” – აცხადებს ევროპარლამენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად