მარინა კალიურანდი: საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ქართველი პარლამენტარები არიან ჩემი, ძალიან ძვირფასი მეგობრები

საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქართველი პარლამენტარები არიან ჩემი უახლოესი, ძალიან ძვირფასი მეგობრები და პარტნიორები, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ელის.

„ვესაუბრე საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს. გავცვალეთ ინფორმაცია და მოსაზრებები. მე ვიცნობ მაკა ბოჭორიშვილს ძალიან დიდი ხანია. ჩვენ დიპლომატები ვიყავით და ახლა სხვა სტატუსებით ვაგრძელებთ აქტიურად თანამშრომლობას. მომავალ კვირას მოუთმენლად ველოდები ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას. საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქართველი პარლამენტარები არიან ჩემი უახლოესი, ძალიან ძვირფასი მეგობრები და პარტნიორები. ველოდები მათთან ინტენსიურად მუშაობას, რაც იქნება საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ევროკავშირისთვისაც სასარგებლო.

ველოდები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაციები საელჩოებიდან, ვესაუბრებით დისტანციურად კოლეგებს, მაგრამ პირისპირ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზეც. მე საქართველოს პრეზიდენტს გადავცემ, რომ ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს თქვენს ქვეყანას. ეს მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ თქვენი მეგობრები და კეთილის მსურველები ვართ. თქვენთან ყოველთვის გულწრფელი ვართ, რადგან უახლოესი მეგობრები ვართ და საქართველოსთვის საუკეთესო გვსურს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად