მარინა კალიურანდი ოპოზიციაზე: სადამკვირვებლო მისიაზე გაკეთებული განცხადებები მათ სინდისზეა!

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და მუშაობა დაიწყოს.

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ. მისიაზე პერსონალურ დონეზე განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლიანია. თემაზე თუ როგორ ჩაიარა არჩევნებმა, უნდა მოვუსმინოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

ეუთო/ოდირი არის დაბალანსებული და ობიექტური ორგანიზაცია. ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება.

ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად