მარინა კალიურანდი ოპოზიციას: აიღეთ თქვენი მანდატები და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და მუშაობა დაიწყოს.

“ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია – ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში. თქვენ გექნებათ მხარდაჭერა ევროპარლამენტიდან, როგორც ეს ადრე განვაცხადეთ. მე მაქვს იმედი, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, წარმატებით ვითანამშრომლებთ პარლამენტის ახალ შემადგენლობასთან.

მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მათ ევროპარლამენტში ჰყავთ მეგობრები და მხარდამჭერები. ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, ვაღიარებთ, პატივს ვცემთ და ვზრუნავთ თქვენს ევროპულ მისწრაფებაზე. გეხმარებით და მომავალში დაგეხმარებით, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია “იმედთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად