მარინა კალიურანდი: ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ შუამავლობას და არ გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებს

“ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ შუამავლობას და არ გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებს. უფრო მეტს არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლა არის. ახლა თქვენ გაქვთ პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა, უფრო მაღალ დონზე ვეღარ ავალთ.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.

“საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქათველოს შიდაპოლიტიკური საკითხი. ეს უფრო ფართო საკითხია და ევროკავშირის და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება. ეს ეხება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მომავალს, ეს ეხება საქართველოს ერის მომავალს. ვიცი, ეს ლოზუნგივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა, რადგან ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის დღის წესრიგის მთავრ საკითხებს შორის, დამიჯერეთ, ჩვენ გვაქვს  სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი – პანდემია, ეკონომიკა, მიგრაციის კრიზისი და მწვანე ენერგეტიკა, კლიმატი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, როდესაც ხდება კრიზისი.

ევროკავშირი გადაღლილია აღმოსავლეთ პარტნიორობით. ამიტომ ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ შუამავლობას და არ გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებს. უფრო მეტს არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლა არის. ახლა თქვენ გაქვთ პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა, უფრო მაღალ დონზე ვეღარ ავალთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...