მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებს: თქვენ, ყველას პირბადე უნდა გეკეთოთ

ასე მიმართა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიმ , მასთან კორონავირუსის შესახებ დილის მონაცემების ჩასაწერად მისულ მედიის წარმომადგენლებს.

“დილის მონაცმებით ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს და კვლავ რჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს.
ამ ეტაპზე „კოვიდ ცენტრებში“ არსებული მონაცემების შეჯერებით 124 პაციენტი მკურნალობს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ახალი შემთხვევის არ ქონა, არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჯერჯერობით, ჩვენ ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება რეგულაციებით და პირბადის ტარება აუცილებლია.
როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწესრიგებული, მაშინ მე უნდა გავიკეთო პირბადე, მაგრამ მე ვთვლი, რომ მოსახლობას გარკვეულწილად ინფორმაციას ვაძლევ და პირბადისგან თავს ვიკავებ, მაგრამ თქვენ ყველას უნდა გეკეთოთ და მოსახლეობასაც. მართალია, არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, რა თქმა უნდა ახალი ინფიცირებული არ არის, რადგან ქვეყანაში ახალი შემთხვევა არ ყოფილა. ხოლო 20 გამოჯანმრთელებულიდან 10 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო, რომლებმაც გუშინ დატოვეს ჩვენი ცენტრი. ამ ეტაპზე ჩვენთან 31 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

stopcov.ge-ის მონაცემებით საქართველოში უკვე 724 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

დილის მონაცემები კი ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 879
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 724
მათ შორის გარდაცვლილი – 14
კარანტინის რეჟიმში – 2710
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად