მარინა ეზუგბაია: თუ გავაგრძელებთ რეკომენდაციების შესრულებას, covid19-ის გავრცელების მეორე ტალღის საგანგაშო მდგომაროება არ გვექნება

“დღევანდელ მონაცმებით დღეს 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა. იყო 953 და დღეს გვყავს კოვიდ დადასტურებული 958 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 8-ით გაიზარდა და უკვე არის 838.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 87.5 %-ია, ამ მონაცემების შეჯერებით „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 105 კოვიდ დადასტურებული პაციენტი.
ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა. აქედან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეები არიან”, – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით,

“რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, გუშინ კლინიკას ორი ახალი შემთხვევა დაემატა, კიდევ 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 24 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კარანტინში ბრძანდებოდნენ და მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ და გადმოიყვანეს გუშინ ჩვენს ცენტრში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობით პაციენტები გვყავს.

მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და არის უკვე ნიშნები იმისა, რომ გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში გამძაფრდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, ზომიერ, კონტროლირებად მატებას თუ ჩვენ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრების ამ რეჟიმში ურთიერთობას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, იმედია, რომ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღას.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და სახელმწიფოზე. როგორც ვხედავ, სამივე ვექტორი ძალიან კარგად იქცევა. სახელმწიფო განსაკუთრებით უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორი განსაკუთრებით ყურადღებით და თავგანწირვით იბრძვის. ჩვენც, მოსახლეობაც გარკვეულწილად თუ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, ალბათ საგანგაშო მდგომაროება არ გვექნება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად