მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტები არ ჰყავთ.

„გვყავს 48 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენ მივიღეთ 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ყველა სოფელ მუშევანიდან იყო. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არსებული სიტუაციით, სუბიექტური და რუტინული კვლევების მონაცემებით, საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. დღეს ჩატარდება მათთან რადიოლოგიური კვლევა და თუ რომელიმესთან პნევმონია დადასტურდება, ალბათ მონაცემები განმეორებით შეჯერდება და სიმძიმის ფაქტორიც გამოვლინდება დინამიკაში.

ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული იყო ამ ხუთიდან ერთი. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი მძიმე პნევმონია. კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად