მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე: ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს

“კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის”

ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლემაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი  დადასტურებული აქვს 728 პაციენტს.

„აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა.  ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად