მარინა ეზუგბაია: საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის( ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება) 10 დადასტურებული შემთხვევაა.

“ჩვენ ამ ეტაპზე ყირიმ- კონგოს ვირუსით ინფიცირებული მხოლო ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებულია და ალბათ, მალე დატოვებს კლინიკას.  საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას.

შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“.  – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად