მარინა ეზუგბაია: სახლიდან მხოლოდ აუცილებელი მიზეზით უნდა გამოვიდეთ

სახლიდან გარეთ გამოსასვლელად აუცილებელი მიზეზი უნდა გვქონდეს – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ 31 მაისს გამართულ ბრიფინზე.

“აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის უნარჩვევები, რაც ჩვენ ამ 3-4 თვის განმავლობაში მივიღეთ – ეს არის: დისტანცირება, პირბადეების მოხმარება, თავშეყრის ადგილებთან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ და კონცენტრირებული თავშეყრის ადგილებში. სავალდებულოდ აუცილებელი მიზეზი უნდა გახდეს ჩვენი, თითოეული ადამიანის გარეთ გასვლის მიზეზიც. ხომ ვისწავლეთ ჩვენ კოვიდთან ერთად ცხოვრება და გავაგრძელოთ ჯერჯერობით კოვიდთან ერთად ცხოვრება იმ უნარჩვევებით, რაც მივიღეთ – ნუ დავივიწყებთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად