მარინა ეზუგბაია: რვა ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისიდან არის, 7 საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში ​224 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში რვა ახალი ინფიცირებული პაციენტია.

„გუშინდელი მონაცემებით, გვყავდა 713 დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ახლა გვყავს 721. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ათით გაიზარდა, იყო 475 და გვყავს 485 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში მკურნალობს 224 მოქალაქე. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კლავ აჭარბებს სტაციონარებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 248 შემთხვევით. ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი შვიდი არის საკარანტინო სივრციდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად