მარინა ეზუგბაია: მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება ამ ეტაპზე უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ  მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.

ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავდების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის  ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაზპე დაავადების ასეთი მატების“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად