მარინა ეზუგბაია: კორპუსის კარანტინში მოქცევა, ალბათ, წარმოუდგენელია, მეტს არაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება

“კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ, წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება”. – ასე უპასუხა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების შეკითხვას, გავრცელებულ ინფორმაცისათან დაკავშირებით, რომლის მიხედვით,  თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი არის კარანტინში.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით,  სიახლე არ არის, რომ ქვეყანაში ოთხი თვეა, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. რაც უნდა ვილაპარაკოთ, პროცესი მიდის თავისთავად. ეს თქვენთვის ახალი არ არის. სიახლე ხომ არ არის, რომ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და კვლევა ხდება. რა მოხდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია, მათი ყველა კონტაქტის დაკვლევა ხდება. ანუ, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება. ადამიანი ელოდება და თუ კლინიკა გამოვლინდება, ამ პაციენტების კვლევა ტარდება. თუ კლინიკა არ გამოვლინდება, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი.

გთხოვთ, ამ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაც განსაკუთრებულ სახეს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც საქართველოში ოთხი თვეა, მიდის. ჩავთვალოთ, რომ ეს შემთხვევებიც არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და დადასტურება მოხდა ინკუბაციის პერიოდის დამთავრების ბოლოს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად