მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია

„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია.

გუშინ, დილით 233 პაციენტი იყო, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. როგორც ვიცით, სამი არის შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა, რომელსაც 233 შემთხვევას არ ვათვლით და ცალკე განვიხილავთ. 233 პაციენტს 19 პაციენტი დაემატა. დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა.

ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. გუშინ, ჩვენ 4 პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს 252 პაციენტს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში.”-ამბობს ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად