მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს დადასტურებული სამი კოვიდინფიცირებულად ორი სატვირთოს ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“გუშინ ამ დროს იყო 805 შემთხვევა, მხოლოდ სამი ახალი დადსტურებული შემთხვევაა ქვეყანაში და ამჟამსდ, 808 შემტხვევაა სულ. გამიჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით. იყო 650 და გახდა 663. ამჟამად, კოვიდცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი ეს დაახლოებით ინფიცირებულებნის მხოლოდ 16%-ია. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შმოტანილი, ანუ იმპორტირებული. აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი – კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა” -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს კოვიდცენტრის მონაცემებით,  5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გამოჯანმრთელებული პაციენტების გამოკლებით, სულ არის 49 ინფიცირებული პაციენტი.

“მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადად, პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. მათში მცირე რაოდენობა არის მსუბუქად მიმდინარე”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად