მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო ჯერეჯერობით უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„საქართველოში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი მძღოლია. მესამე ახალი შემთხვევის წყაროს მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა  მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ დამატებია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა,  ინფექციურ კლინიკაში მყოფი 37 ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ მათგანთან დაავადება არ პროგრესირებს.

„ჩვენს ცენტრს ახალი პაციენტი არ დამატებია, კვლავ 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ამასთან, არც ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. ინფექციურში მოთავსებული ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადების პროგრესირება არც ერთ მათგანთან შეინიშნება. პაციენტები საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად