მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერს უკავშირდება და 11 მასთან კონტაქტში მყოფი პირია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევვიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინ ქვეყანაში კოორნავირუსის 1283 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაგვემატა 23 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1306. კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და კონტაქტებისა და წყაროს გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 17-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 83-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1306
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1085
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 7597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად