მარინა ეზუგბაია: კლინიკაში 38 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, გვყავს 2 მძიმე პაციენტი პნევმონიით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია.

„ჩვენთან გუშინ 2 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 38 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომაროება, ჯერჯერობით, არ არის სტაბილური, დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობს და ალბათ, პროგნოზი მომავალში იქნება კეთილსაიმედო”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად