მარინა ეზუგბაია: ინფექციურში მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი გვყავს

“მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი ,აქედან უფრო მძიმეა 2 პაციენტი” -თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პნევმონია COVID-19-ით ინფიცირებულ 7 პაციენტს აღენიშნება.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მათგან უფრო მძიმედ 2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება:

” მათთან მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა.

იმედი გვაქვს მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან.

დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა ასე ფასდება“, – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად