მარინა ეზუგბაია: გვაქვს სტაბილური სიტუაცია, კორონავირუსის შემთხვევების მატება კვლავ ზომიერია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 10 დღეა, შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ფიქსირდება “სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მატება არის ზომიერი, კონტროლირებადია ბოლო 10 დღე”

„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე გვყავს 738 დადასტურებული, 16-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა და გახდა 573. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად