მარინა ეზუგბაია: გუშინ გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

მისი თქმით,  ინფექციური საავადმყოფოს კლინიკაში 34 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ჩვენს კლინიკაში იყო 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ახლა გვყავს 34 დადასტურებული პაციენტი. გუშინდელი ოთხი შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურდა და ყველაზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე, ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა წარმოებს.

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, კვლავ გვყავს სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი აღარ არის. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერ პროგრესიულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიის და გარკვეული სინდრომალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული, ასეთი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად